1 GNU General Public License-ის ქართული თარგმანის შესახებ
3 ეს გახლავთ GNU General Public License-ის ქართული თარგმანი. თარგმანი იმ
4 მიზნით შესრულდა, რომ გაადვილოს GNU General Public License-ის (GNU GPL)
5 გაგება. თუმცა ეს არ წარმოადგენს ოფიცილაურ ან იურიდიულად აღიარებულ
6 თარგმანს. Free Software Foundation არ არის ამ თარგმანის გამომცემელი და მას
7 ეს თარგმანი არც ორიგინალ GNU-GPL-ის სამართლებრივ შემცვლელად უნცია.
9 თარგმანი არ არის ადვოკატების მიერ გულდასმით შემოწმებული და, მაშასადამე,
10 მთარგმნელი დარწმუნებული ვერ იქნება, რომ იგი ზუსტად წარმოადგენს GNU General
11 Public License-ის სამართლებრივ შინაარსს. თუ გნებავთ დარწმუნდეთ,
12 ნებადართულია თუ არა თქვენი განზრახული მოქმედება GNU General Public License-
13 ის მიერ, გადახედეთ ინგლისურენოვან ორიგინალს.
15 Free Software Foundation ძალიან გთხოვთ ეს თარგმანი არ გამოიყენოთ თქვენ
16 მიერ დაწერილი პროგრამის ოფიციალურ ლიცენზიად. ამისთვის, გთხოვთ Free Software
17 Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ინგლისურენოვანი ორიგინალი გამოიყენოთ.
19 This is a translation of the GNU General Public License into Georgian. This
20 translation is distributed in the hope that it will facilitate
21 understanding, but it is not an official or legally approved translation.
23 The Free Software Foundation is not the publisher of this translation and
24 has not approved it as a legal substitute for the authentic GNU General
25 Public License. The translation has not been reviewed carefully by lawyers,
26 and therefore the translator cannot be sure that it exactly represents the
27 legal meaning of the GNU General Public License. If you wish to be sure
28 whether your planned activities are permitted by the GNU General Public
29 License, please refer to the authentic English version.
31 The Free Software Foundation strongly urges you not to use this translation
32 as the official distribution terms for your programs; instead, please use
33 the authentic English version published by the Free Software Foundation.
37 GNU GENERAL PUBLIC LICENSE
38 1991 წლის ივნისის, ვერსია 2-ის, ქართული თარგმანი
40 Copyright (C) 1989, 1991
41 Free Software Foundation, Inc.
42 675 Mass Ave, Cambridge, MA 02139, USA
44 ყველას აქვს ამ ლიცენზიის გამრავლებისა და შეუცვლელი ასლის სახით გავრცელების
45 უფლება; მასში ცვლილებების შეტანა კი არ არის ნებადართული.
47 ამ თარგმანს არ გააჩნია ინგლისურენოვანი ორიგინალის სამართლებრივი
53 უმეტეს პროგრამათა ლიცენზიები იმ მიზანს ემსახურება, რომ ჩამოგართვათ
54 პროგრამის გავრცელებისა და შეცვლის უფლება. GNU General Public License (GNU
55 საერთო სახალხო ლიცენზია) კი პირიქით, იმისთვის შეიქმნა, რომ მოგანიჭოთ უფასო
56 პროგრამების გავრცელებისა და მასში ცვლილებების შეტანის უფლების გარანტია ---
57 უზრუნველყოს, რომ უფასო პროგრამა მისი ყველა მომხმარებლისათვის უფასოდვე
58 დარჩეს. ამ საერთო სახალხო ლიცენზიას ექვემდებარება Free Software Foundation-
59 ის მიერ გამოცემულ პროგრამათა უმეტესობა, ასევე ყველა ის პროგრამა, რომლის
60 ავტორმაც თავისი ნამუშევარი ამ ლიცენზიას დაუქვემდებარა. (Free Software
61 Foundation-ის სხვა პროგრამები ექვემდებარება GNU Library General Public
62 License-ს --- GNU საერთო სახალხო ლიცენზია ბიბლიოთეკათათვის.) თქვენ
63 შეგიძლიათ მას თქვენი პროგრამაც დაუქვემდებაროთ.
65 როცა ჩვენ free software-ზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ თავისუფლებას და არა
66 გადასახადს. ჩვენი საერთო სახალხო ლიცენზიები იმ მიზნით შეიქმნა, რომ უფლება
67 მოგენიჭოთ პროგრამის ასლები თავისუფლად გაავრცელოთ (და, თუ მოისურვებთ, ამ
68 სამსახურისათვის გარკვეული საზღაური მოითხოვოთ); პროგრამის წყარო მიიღოთ, ან
69 შეგეძლოთ მისი მიღება სურვილის შემთხვევაში; შეიტანოთ ცვლილებები პროგრამაში
70 ან მისი ნაწილი ახალ უფასო პროგრამებში გამოიყენოთ, და რომ იცოდეთ თქვენი ამ
73 თქვენი უფლებების დასაცავად, ჩვენ შეზღუდვები უნდა დავაწესოთ, რათა ყველას
74 აეკრძალოს თქვენთვის ამ უფლებების მინიჭებაზე უარის თქმა, ან თქვენგან
75 უფლებების დათმობის მოთხოვნა. ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, პროგრამის
76 გავრცელებისას ან მასში ცვლილებების შეტანისას, გარკვეული მოვალეობა თქვენც
79 მაგალითად, თუ თქვენ ასეთ პროგრამას გაავრცელებთ უფასოდ თუ საზღაურის
80 მოთხოვნით, მიმღებს ყველა ის უფლება უნდა მიანიჭოთ, რაც თქვენ მოგენიჭათ.
81 თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ მათაც მიიღონ ან შეძლონ პროგრამის წყაროს მიღება.
82 ასვე, თქვენ მათ უნდა გააცნოთ ეს პირობები, რათა მათ თავიანთი უფლებები
85 ჩვენ თქვენს უფლებებს ორ საფეხურად ვიცავთ: (1) პროგრამას საავტორო უფლებებს
86 (Copyright) ვუქვემდებარებთ, და (2) გთავაზობთ ამ ლიცენზიას, რაც იურიდიულ
87 უფლებას განიჭებთ გაამრავლოთ, გაავრცელოთ და/ან შეცვალოთ პროგრამა.
89 გარდა ამისა, ავტორებისა და საკუთარი თავის დასაცავად, ჩვენ გვსურს
90 უზრუნველვყოთ, ყველამ იცოდეს, რომ ეს უფასო პროგრამა გარანტიას არ
91 ექვემდებარება. თუ პროგრამაში ცვლილებებს ვინმე სხვა შეიტანს და ისე
92 გაავრცელებს მას, გვინდა მიმღებმა იცოდეს, რომ მას ორიგინალი არ მიუღია, რათა
93 სხვა პირების ჩარევის შემდეგ წარმოქმნილმა პრობლემებმა პირველად ავტორთა
96 დასასრულ, ყოველ უფასო პროგრამას მუდმივად ემუქრება პროგრამის დაპატენტების
97 საშიშროება. ჩვენ გვსურს ის საშიშროება გამოვრიცხოთ, რომ უფასო პროგრამის
98 რედისტრიბუტორმა ინდივიდუალური პატენტის ლიცენზია მიიღოს, შედეგად პროგრამა
99 საკუთრება გახადოს. ამის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ ცხადვყოფთ, რომ ყოველი
100 პატენტი ან ლიცენზირებულ უნდა იქნას ყველასთვის თავისუფლად გამოყენებისათვის,
101 ან საერთოს არ უნდა იქნას ლიცენზირებული.
103 შემდეგი წარმოადგენს გამრავლების, გავრცელებისა და შეცვლის პირობებს.
106 GNU GENERAL PUBLIC LICENSE
107 გამრავლების, გავრცელებისა და შეცვლის პირობები
109 §0. ამ ლიცენზიას ექვემდებარება ყოველი პროგრამა ან ნამუშევარი, რომელშიც
110 საავტორო უფლებების მფლობელის მიერ მითითებულია, რომ იგი შეიძლება გავრცელებულ
111 იქნას ამ საერთო სახალხო ლიცენზიის პირობებით. შემდგომ "პროგრამად" იწოდება
112 ამგვარი პროგრამა ან ნამუშევარი, ხოლო "პროგრამაზე დაფუძნებულ ნამუშევრად"
113 იწოდება პროგრამა, ან საავტორო უფლებათა კანონის შესაბამისად დამუშავებული
114 პროგრამა: ანუ ნამუშევარი, რომელსაც შეიცავს პროგრამა ან მისი ნაწილი, იმისდა
115 მიუხედავად, შეტანილი იქნება თუ არა მასში ცვლილებები და/ან გადათარგმნილი
116 იქნება თუ არა იგი სხვა ენაზე. (შემდგომ, თარგმანი შედის ტერმინში
117 "ცვლილებების შეტანა".) ლიცენზიის ყველა მიმღები წოდებული იქნება როგორც
120 ეს ლიცენზია არ განიხილავს გამრავლების, გავრცელებისა და ცვლილებების შეტანის
121 გარდა სხვა ქმედებებს; ისინი მის სფეროში არ შედის. პროგრამის გაშვების
122 [გამოძახების, running] მოქმედება არ არის შეზღუდული, ხოლო პროგრამის
123 ამონაბეჭდი [output] ამ ლიცენზიას ექვემდებარება, თუ მისი შინაარსი რომელიმე
124 პროგრამაზე დაფუძნებულ ნამუშევარს წარმოადგენს (არ აქვს მნიშვნელობა
125 ამონაბეჭდი პროგრამის გაშვების შედეგია თუ არა). ეს გამართლდება თუ არა,
126 დამოკიდებულია პროგრამის ფუნქციაზე.
128 §1. თქვენ უფლება გენიჭებათ მიღებული პროგრამის წყარო, ნებისმიერი მედიუმის
129 საშუალებით, უცვლელი სახით გაავრცელოთ (იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც
130 თქვენ იგი მიიღეთ), იპ პირობით, რომ ყველა ასლს შესაბამისად დაურთოთ
131 შესაბამისი მითითება საავტორო უფლებების შესახებ და გარანტიის უარყოფა;
132 შეუცვლელად დატოვოთ ყოველი მითითება, რომელიც ამ ლიცენზიას და გარანტიის
133 უარყოფას შეეხება; ასევე, პროგრამის ყველა სხვა მომხმარებელს, პროგრამასთან
134 ერთად, ამ ლიცენზიის ასლიც წარუდგინოთ.
136 თქვენ შეგიძლიათ ასლის მიწოდების მოქმედებისათვის საზღაური მოითხოვოთ, ასევე
137 სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ პროგრამას გარანტია გაუწიოთ და ამისათვის
140 §2. თქვენ უფლება გენიჭებათ ცვლილებები შეიტანოთ პროგრამის თქვენეულ ასლში ან
141 ასლებში ან მის ნებისმიერ ნაწილში, შედეგად შექმნათ პროგრამაზე დაფუძნებული
142 ნამუშევარი, ხოლო §1-ის პირობების შესაბამისად გაამრავლოთ ან გაავრცელოთ
143 ამგვარად დამშავებული ნამუშევარი, იმ პირობით, რომ თქვენ ასევე შეასრულებთ
146 a) შეცვლილ ფაილებში თქვენ გამოსაჩენად უნდა მიუთითოთ, რომ ფაილებში
147 ცვლილებებია შეტანილი თქვენ მიერ, ასევე უნდა მიუთითოთ ყოველი ცვლილების
150 b) თქვენ უნდა იზრუნოთ, რომ თქვენ მიერ გამრვლებული ან გავრცელებული
151 ნამუშევარი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეიცავს ან გამომდინარეობს
152 პროგრამიდან ან მისი ნაწილიდან, მესამე მხარეს ამ ლიცენზიის პირობების
153 შესაბამისად უფასოდ, სალიცენზიო გადასახადის გარეშე, გადაეცეს.
155 c) თუ დამუშავებული პროგრამა ჩვეულებრივ გაშვებისას ინტერაქტიულ ბრძანებებს
156 აჩვენებს, თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ პროგრამის ჩვეულებრივი გაშვებისას ასეთი
157 ინტერაქტიული გამოყენებისათვის, მან ეკრანზე ამობეჭდოს ან აჩვენოს შენიშვნა,
158 რომელიც შეიცავს შესაბამის გაფრთხილებას საავტორო უფლებათა შესახებ, ასევე
159 გაფრთხილებას, რომ პროგრამას გარანტია არ მოყვება (ან, სხვა შემთხვევაში,
160 განაცხადეთ, რომ თქვენ პროგრამას გარანტიას უწევთ) და რომ მომხმარებლებს უფლება
161 აქვთ პროგრამა ამ პირობების შესაბამისად გაავრცელონ, ასევე მომხმარებელს
162 აუხსნათ, თუ როგორ მოახერხოს ამ ლიცენზიის ასლის ნახვა. (გამონაკლისი: თუ
163 თვითონ პროგრამა ინტერაქტიულია, მაგრამ ჩვეულებრივ ასეთ განცხადებას არ
164 აჩვენებს, მაშინ არ არის აუცილებელი თქვენმა პროგრამაზე დაფუძნებულმა
165 ნამუშევარმა აღნიშნული განცხადება აჩვენოს.)
167 ეს მოთხოვნები მთელ შეცვლილ ნამუშევარს ეხება. თუ ნამუშევარის გამორჩევადი
168 ნაწილები პროგრამიდან არ არის წარმოქმნილი და დასაბუთებულად შეიძლება
169 დამოუკიდებელ და ცალკეულ ნამუშევრად ჩაითვალოს თავის თავში, მაშინ მათ,
170 ცალკეულ ნამუშევრებად გავრცელებისას, ეს ლიცენზია და მისი პირობები არ ეხება.
171 მაგრამ როდესაც თქვენ იგივე ნაწილებს იმ მთლიანობის ნაწილად გაავრცელებთ, რაც
172 პროგრამაზე დაფუძნებულ ნამუშევარს წარმოადგენს, მაშინ მთლიანობის გავრცელება
173 იმ ლიცენზიის პირობების შესაბამისად უნდა მოხდეს, რომელიც ლიცენზიის სხვა
174 მიმღებს უფლებებს მთლიანობაზე აძლევს, ანუ მის ყველა ნაწილზე იმისდა
175 მიუხედავად, თუ ვინ დაწერა იგი.
177 ამგვარად, ამ პარაგრაფის მიზანი არ არის სრულიად თქვენს მიერ დაწერილი
178 ნამუშევრის უფლებებზე იქნიოს პრეტენზია ან უფლებებში შეგედავოთ; მისი მიზანია
179 დაიცვას პროგრამაზე დაფუძნებული ან მისგან ნაწარმოები ნამუშევრების
180 გავრცელების კონტროლი.
182 სხვა ნამუშევრის, რომელიც პროგრამას არ ეფუძნება, პროგრამასთან ერთად ან
183 პროგრამაზე დაფუძნებულ ნამუშევართან ერთად იგივე მეხსიერების ან სადისტრიბუციო
184 მედიუმზე ჩაწერა, სხვა ნამუშევარს ამ ლიცენზიას არ უქვემდებარებს.
186 §3. თქვენ უფლება გენიჭებათ, §1 და §2-ში მოცემული პირობების შესაბამისად,
187 გაამრავლოთ და გაავრცელოთ პროგრამა (ან §2-ის მიხედვით მასზე დაფუძნებული
188 ნამუშევარი) ობიექტ-კოდის ან გამოძახებადი ფორმით, იმ პირობით, რომ თქვენ
189 ასევე შეასრულებთ ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნათაგანს:
191 a) დაურთეთ მას შესაბამისი ელექტრონულად კითხვადი პროგრამის სრული წყარო,
192 რომელიც გავრცელებულ უნდა იქნას §1 და §2-ის პირობების შესაბამისად,
193 პროგრამათა გაცვლისათვის ხშირად გამოყენებად მედიუმზე; ან
195 b) დაურთეთ მას წერილობითი შეთავაზება, რომელიც ძალაში იქნება არა უმოკლეს
196 სამი წლის განმავლობაში, სადაც მითითებული იქნება, რომ ნებისმიერ მესამე
197 მხარეს შეეძლება თქვენგან შესაბამისი ელექტრონულად კითხვადი სრული პროგრამის
198 წყაროს მიღება §1 და §2-ის პირობების შესაბამისად, პროგრამათა გაცვლისათვის
199 ხშირად გამოყენებად მედიუმზე, იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფარავს თქვენ მიერ
200 მხოლოდ წყაროს მიწოდებისათვის გაღებულ ხარჯს; ან
202 c) დაურთოთ მას ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ მიიღეთ პროგრამის წყაროს მიღების
203 შესახებ. (ეს ალტერნატივა მხოლოდ არაკომერციული ხასიათის გავრცელებისათვის
204 არის დასაშვები და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ პროგრამა ობიექტ-კოდის ან
205 გამოძახებადი ფორმით ამგვარ შემოთავაზებასთან ერთად მიიღეთ, ზემოაღნიშნული
206 ქვეპარაგრაფი b-ს შესაბამისად.)
208 ნამუშევარის პროგრამის წყარო გულისხმობს მისი დამუშავებისათვის ხელსაყრელ
209 ფორმას. გამოძახებადი ნამუშევრისათვის, პროგრამის სრული წყარო გულისხმობს ყველა
210 იმ მოდულების პროგრამის წყაროს, რომელსაც იგი შეიცავს, მიმაგრებული
211 შემაკავშირებლის განმსაზღვრელი ფაილების და გამოძახებადი პროგრამის
212 კომპილაციისა და ინსტალაციის მაკონტროლებელი სკრიფტების ჩათვლით. თუმცა,
213 საგანგებო გამონაკლისის სახით, არ არის აუცილებელი გასავრცელებელი პროგრამის
214 წყარო შეიცავდეს იმას, რაც ჩვეულებრივ მოყვება (პროგრამის წყაროს ან ორობითი
215 ფორმით) იმ ოპერაციული სისტემის ძირითად კომპონენტებს (ქომპაილერი, ქერნელი და
216 ა.შ.), რომელ სისტემაზეც გასავრცელებელი პროგრამა მუშაობს. ნებართვა ძალაში არ
217 არის, თუ თვითონ ეს კომპონენტი გასავრცელებელ პროგრამას მოყვება.
219 თუ გამოძახებადი პროგრამის ან ობიექტ-კოდის გავრცელება გარკვეული ადგილიდან
220 გადმოწერის საშუალების მიცემით ხდება, მაშინ პროგრამის წყაროს იგივე ადგილიდან
221 გადმოწერის საშუალების მიცემა პროგრამის წყაროს გავრცელებად ითვლება,
222 მიუხედავად იმისა, რომ მესამე მხარე არ არის ვალდებული ობიექტ-კოდთან ერთად
223 გადმოიწეროს პროგრამის წყარო.
225 §4. თქვენ არ გაქვთ უფლება გაამრავლოთ, შეცვალოთ, ქველიცენზია მიანიჭოთ ან
226 გაავრცელოთ პროგრამა რაიმე სხვა პირობით, გარდა ამ ლიცენზიაში გარკვევით
227 წამოყენებული პირობებისა. პროგრამის სხვაგვარად გამრავლების, შეცვლის,
228 ქველიცენზირების ან გავრცელების ყოველი მცდელობა ბათილია და ავტომატურად
229 გართმევთ ამ ლიცენზიით მონიჭებულ უფლებებს. თუმცა მხარეებს, რომლებმაც
230 თქვენგან ამ ლიცენზიის პირობებით ასლები ან უფლებები მიიღო, არ ჩამოერთმევათ
231 ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილება/მოვალეობანი, თუ ისინი სრულიად
232 დაემორჩილებიან ამ ლიცენზიას.
234 §5. თქვენ არ ხართ ვალდებული გაიზიაროთ ეს ლიცენზია, ვინაიდან მასზე ხელი არ
235 მოგიწერიათ. თუმცა, მხოლოდ მისი გაზიარება მოგანიჭებთ უფლებას შეცვალოთ ან
236 გაავრცელოთ პროგრამა, ან მასზე დაფუძნებული ნამუშევარი. ამგვარი მოქმედება
237 კანონით არის აკრძალული, თუ ამ ლიცენზიას არ გაიზიარებთ. გამომდინარე,
238 პროგრამის (ან რაიმე მასზე დაფუძნებული ნამუშევრის) შეცვლით ან გავრცელებით,
239 თქვენ თანხმობას გამოხატავთ გაიზიაროთ ეს ლიცენზია და მისი ყველა პირობა
240 პროგრამის ან მასზე დაფუძნებული ნამუშევრის გამრავლების, გავრცელებისა და
243 §6. ყოველთვის, როდესაც თქვენ პროგრამას (ან მასზე დაფუძნებულ ნამუშევარს)
244 გაავრცელებთ, მიმღები თავდაპირველი ლიცენზორისაგან ავტომატურად იღებს
245 ლიცენზიას, გაამრავლოს, გაავრცელოს ან შეცვალოს პროგრამა ამ პირობების
246 შესაბამისად. თქვენ არ გაქვთ უფლება რაიმე დამატებითი შეზღუდვა დაუწესოთ
247 მიმღების აქ მინიჭებულ უფლებებს. თქვენ არ აგებთ პასუხს იმაზე, შეასრულებს თუ
248 არა მესამე მხარე ამ ლიცენზიას.
250 §7. თუ თქვენ სასამართლო გადაწყვეტილებით, ან პატენტის დარღვევის ბრალდებით ან
251 რაიმე სხვა მიზეზით (რომელიც არ შემოიფარგლება საპატენტო საკითხებით),
252 დაკისრებული გაქვთ ვალდებულებები (სასამართლო ბრძანებულებებით, შეთანხმებით ან
253 სხვაგვარად), რომლებიც ამ ლიცენზიის პირობებს ეწინააღმდეგება, ეს გარემოებები
254 არ გათავისუფლებენ ამ ლიცენზიის პირობებისაგან. თუ თქვენ არ შეგიძლიათ
255 პროგრამის იმგვარად გავრცელება, რომ თქვენი ამ ლიცენზიის გაზიარებით ნაკისრი
256 ვალდებულებებიც შეასრულოთ და სხვამხრივ ნაკისრი ვალდებულებებიც, მაშინ შედეგად
257 საერთოდ არ გენიჭებათ უფლება გაავრცელოთ პროგრამა. მაგალითად, თუ საპატენტო
258 ლიცენზია არ იძლევა პროგრამის თავისუფლად გავრცელების უფლებას ყველა
259 იმათგან, ვინც თქვენგან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მიიღო ასლი, მაშინ
260 ერთადერთი გზა ერთდროულად იმ და ამ ლიცენზიის შესასრულებლად ის იქნება, რომ
261 საერთოდ თავი შეიკავოთ პროგრამის გავრცელებისაგან.
263 თუ ამ პარაგრაფის რომელიმე ნაწილი, რაიმე გარკვეული გარემოების გამო, ბთილად
264 ან განუხორციელებლად ჩაითვლება, პარაგრაფის დარჩენილი ნაწილი ძალაში რჩება,
265 ხოლო პარაგრაფი მთლიანად ძალაშია დანარჩენ შემთხვევაში.
267 ამ პარაგრაფის მიზანი არ არის რომელიმე პატენტის ან სხვა კუთვნილების უფლების
268 პრეტენზიის დარღვევისაკენ ან მათს ძალმოსილებაში დაეჭვებისაკენ მოგიწოდოთ; ამ
269 პარაგრაფის ერთადერთი მიზანია დაიცვას სახალხო ლიცენზიების პრაქტიკით
270 იმპლემენტირებული უფასო პროგრამების სადისტრიბუციო სისტემის ინტეგრაცია.
271 უამრავმა ადამიანმა დიდსულოვანი წვლილი შეიტანა ამ სისტემით გავრცელებული
272 პროგრამების ფართო არჩევანში, იმ რწმენით, რომ სისტემა მტკიცედ მოქმედებს; ეს
273 ავტორის/ შემომწირველის გადასაწყვეტია, სურს თუ არა პროგრამის რაიმე სხვა
274 სისტემის საშუალებით გავრცელება, ხოლო ლიცენზიის მიმღები ამ გადაწყვეტილებაზე
275 ზეგავლენას ვერ იქონიებს.
277 ეს პარაგრაფი ემსახურება მიზანს, რომ ნათლად წარმოადგინოს, თუ რა შედეგი უნდა
278 ქონდეს ამ ლიცენზიის დარჩენილ ნაწილს.
280 §8. თუ პროგრამის გამოყენება და/ან გავრცელება გარკვეულ ქვეყნებში შეზღუდულია
281 პატენტების ან საავტორო უფლებებით დაცული შემაკავშირებლების საშუალებით, მაშინ
282 თავდაპირველ საავტორო უფლებების მფლობელს, ვინც პროგრამას ამ ლიცენზიას
283 დაუქვემდებარებს, შეუძლია ზუსტი გეოგრაფიული გავრცელების შეზღუდვა დააწესოს და
284 ეს ქვეყნები გამორიცხოს, რათა გავრცელება მხოლოდ იმ ქვეყნებში ან იმ ქვეყნებს
285 შორის იყოს ნებადართული, რომლებიც შეზღუდვაში არ შედის. ასეთ შემთხვევაში ეს
286 შეზღუდვა ამ ლიცენზიაში შევა, თითქოს იგი ამ ლიცენზიის ძირითად ტექსტში იყოს
289 §9. Free Software Foundation-ს უფლება აქვს დროგამოშვებით გამოაქვეყნოს
290 საერთო სახალხო ლიცენზიის შესწორებული და/ან ახალი ვერსია. ამგვარი ახალი
291 ვერსიები ძირითადი პრინციპებით ახლანდელი ვერსიის შესაბამისი იქნება, მაგრამ
292 შეიძლება დეტალში განსხვავდებოდეს, რათა ახალ პრობლემას ან საზრუნავს
295 ყოველ ვერსიას გამორჩეული ვერსიის ნომერი მიენიჭება. თუ პროგრამაში
296 მითითებულია, რომ იგი ექვემდებარება ამ ლიცენზიის გარკვეულ ვერსიას და "ყველა
297 მოგვიანებით ვერსიას", მაშინ თქვენ შეგიძლიათ ან იმ ვერსიის პირობებს
298 დაემორჩილოთ, ან Free Software Foundation-ის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ
299 შემდგომი ვერსიის პირობებს. თუ პროგრამაში არ არის მითითებული ამ ლიცენზიის
300 ვერსიის ნომერი, შეგიძლიათ Free Software Foundation-ის გამოქვეყნებული
301 ნებისმიერი ვერსია ამოირჩიოთ.
303 §10. თუ გნებავთ პროგრამის ნაწილები გამოიყენოთ სხვა უფასო პროგრამაში,
304 რომელთან სხვა სადისტრიბუციო პირობები გააჩნია, ნებართვისათვის მისწერეთ
305 ავტორს. თუ პროგრამაზე საავტორო უფლებები Free Software Foundation-ს
306 ეკუთვნის, მისწერეთ Free Software Foundation-ს; ხანდახან ასეთ
307 გამონაკლისებსაც ვუშვებთ ხოლმე. ჩვენს გადაწყვეტილებას ორი მიზანი
308 განსაზღვრავს: ჩვენი უფასო პროგრამიდან ნაწარმოები ყველა პროგრამის უფასო
309 სტატუსის შენარჩუნება და პროგრამის ძირითადად გაცვლა-გამოცვლის და გამოყენების
315 §11. ვინაიდან პროგრამა ლიცენზირებული როგორც უფასო, პროგრამას გარანტია არ
316 მოყვება, რამდენადაც ეს დაშვებულია შესაბამისი კანონმდებლობით. თუ სხვაგვარად
317 არ არის მითითებული წერილობით, სავტორო უფლებების მფლობელები და/ან სხვა
318 მხარეები პროგრამას იძლევიან "როგორც არის", განცხადებული ან მინიშნებული
319 რაიმე სახის გარანტიის გარეშე. გარანტიის უარყოფაში შედის, თუმცა ამით არ
320 შემოიფარგლება, გარკვეული მიზნისათვის გასავრცელებლად ვარგისიანობისა და
321 მზადყოფნის გარანტია. ყოველი რისკი პროგრამის ხარისხის და ვარგისიანობის
322 შესახებ თქვენ უნდა გაწიოთ. თუ პროგრამა რაიმეს დააზიანებს, საჭირო
323 მომსახურების, შეკეთების თუ გამოსწორების ხარჯები თქვენ გეკისრებათ.
325 §12. არანაირ შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესაბამისი
326 კანონმდებლობა ან წერილობითი შეთანხმება ამას მოითხოვს, საავტორო უფლებების
327 არცერთი მფლობელი, ან სხვა მხარე, რომელსაც ზემოაღნიშნული პირობებით უფლება
328 აქვს შეცვალოს და/ან გაავრცელოს პროგრამა, თქვენ მიმართ პასუხს არ აგებს
329 პროგრამის გამოყენებით ან ვერ გამოყენებით გამოწვეულ რაიმე დაზიანებაზე,
330 ძირითადი, საგანგებო, შემთხვევითი ან შედეგობრივი ზიანის ჩათვლით (რომელშიც
331 შედის, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება: ინფორმაციის დაკარგვა ან ინფორმაციის
332 არასწორად დამუშავება ან დანაკარგები, რაზედაც თქვენ ან მესამე მხარე აგებს
333 პასუხს, ან პროგრამის უუნარიანობა რაიმე სხვა პროგრამასთან შესაბამისობაში
334 იმუშაოს), მაშინაც კი, როცა ასეთი ზარალის შესაძლებლობის შესახებ
340 დანართი: როგორ დაუქვემდებაროთ თქვენი პროგრამა ამ პირობებს
342 თუ გნებავთ ისეთი ახალი პროგრამის შექმნა, რომელიც საზოგადოებას მაქსიმალურ
343 სარგებლობას მოუტანს, მაშინ ამის მისაღწევად საუკეთესო გზა ის არის, რომ იგი
344 უფასო პროგრამა გახადოთ, რომლის ამ პირობების შესაბამისად გავრცელება და
345 დამუშავება ყველას შეეძლება.
347 ამისთვის პროგრამას შემდეგი გაფრთხილება დაურთეთ. ყველაზე მიზანშეწოლილი
348 იქნება, თუ ამ გაფრთხილებას ყოველი პროგრამის წყაროს ფაილის დასაწყისში
349 ჩასვამთ, რათა შეძლებისდაგვარად ცხადად გამოხატოთ გარანტიის არქონა; ასევე,
350 კარგი იქნება თუ ყოელ ფაილს ექნება copyright სტრიქონი (სტრიქონი საავტორო
351 უფლებათა შესახებ) და მითითება, თუ სად შეიძლება მთლიანი განცხადების პოვნა.
353 <ერთი ხაზი პროგრამის სახელწოდებისათვის და იმის გამოსახატავად, თუ რა
354 ფუნქციას ასრულებს პროგრამა>
355 Copyright (C) წწწწ <ავტორის სახელი>
357 This program is free software; you can redistribute it and/or modify
358 it under the terms of the GNU General Public License as published by
359 the Free Software Foundation; either version 2 of the License, or
360 (at your option) any later version.
362 This program is distributed in the hope that it will be useful,
363 but WITHOUT ANY WARRANTY; without even the implied warranty of
364 MERCHANTABILITY or FITNESS FOR A PARTICULAR PURPOSE. See the
365 GNU General Public License for more details.
367 You should have received a copy of the GNU General Public License
368 along with this program; if not, write to the Free Software
369 Foundation, Inc., 675 Mass Ave, Cambridge, MA 02139, USA.
371 ასევე დაურთეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თქვენთან
372 დაკავშირება ელექტრონული ფოსტის და საფოსტო წერილის საშუალებით.
374 თუ პროგრამა ინტერაქტიურია, მაშინ ინტერაქტიულად გამოძახებისას ასეთი
375 გაფრთხილება ამოაბეჭდვინეთ:
377 Gnomovision version 69, Copyright (C) 19yy name of author
378 Gnomovision comes with ABSOLUTELY NO WARRANTY; for details type `show w'.
379 This is free software, and you are welcome to redistribute it
380 under certain conditions; type `show c' for details.
385 Gnomovision ვერსია 69, Copyright (C) წწწწ ავტორის სახელი
386 Gnomovision-ს არ მოყვება არანაირი გარანტია; დამატებითი ინფორმაციისათვის
388 ეს უფასო პროგრამაა. მისი გავრცელება, გარკვეული პირობების შესაბამისად,
389 თავისუფლად შეგიძლიათ. დამატებითი ინფორმაციისათვის აკრიფეთ `show c'.
391 ჰოპითეზური ბრძანებები `show w' და `show c' უნდა შეიცავდეს GNU საერთო
392 სახალხო ლიცენზიის შესაბამის ნაწილებს. რა თქმა უნდა, თქვენ მიერ გამოყენებულ
393 ბრძანებებს შეიძლება სულ სხვა რამე ერქვას, ვიდრე `show w' და `show c';
394 შესაძლოა ისინი მაუსის დაწკაპუნებაზეც კი იყოს დამოკიდებული, ან მენიუს
395 შენატანი იყოს --- როგორც თქვენს პროგრამას მოუხდება;
397 გარდა ამისა, თუ საჭიროა, თქვენ პროგრამის "საავტორო უფლებებზე პრეტენზიის
398 უარყოფაზე" ხელი უნდა მოაწერინოთ თქვენს სამუშაოს მიმცემს (თუ პროგრამისტად
399 მუშაობთ) ან თქვენს სკოლას, თუ ასეთი გაგაჩნიათ. იხილეთ ნიმუში; სახელები
400 შესაბამისად ჩაანაცვლეთ.
402 Yoyodyne, Inc., hereby disclaims all copyright interest in the program
403 `Gnomovision' (which makes passes at compilers) written by James Hacker.
405 <signature of Ty Coon>, 1 April 1989
406 Ty Coon, President of Vice
411 შპს Yoyodyne-ს არ გააჩნია არანაირი პრეტენზია ჯეიმს ჰექერის მიერ დაწრილ
412 პროგრამის, "Gnomovision"-ის (პროგრამა ქომფაილერზე გადაცემებს ემსახურება)
415 <Ty Coon-ის ხელმოწერა>, 1989 წლის 1 აპრილი
416 Ty Coon, ვიცეპრეზიდენტი
418 ეს GNU საერთო სახალხო ლიცენზია არ იძლევა თქვენი პროგრამის დაპატენტებულ
419 პროგრამაში ჩართვის უფლებას. თუ თქვენი პროგრამა ფუნქციათა ბიბლიოთეკაა,
420 შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს დაპატენტებულ პროგრამებს ამ ბიბლიოთეკასთან
421 ბმულირების (დაკავშირების) ნება მისცეთ. თუ თქვენ გსურთ ამის გაკეთება, ამ
422 ლიცენზიის მაგივრად GNU Library General Public License (GNU ძირითადი სახალხო
423 ლიცენზია ბიბლიოთეკათათვის) გემოიყენეთ.
429 თარგმანი შესრულებულია 2000 წლის 29 ნოემბერს აიეტ კოლხის მიერ.
430 ელფოსტა: aiet_AT_qartuli.net